ბრიტანელი ექსპერტი სტიგმის დაძლევის გამოცდილებაზე

9 ივნისს ბრიტანელმა პროფესორმა გრეჰემ თორნიკროფტმა გიფ-თბილისის ოფისში ლექცია გამართა. ლექციის თემა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმა და მისი დაძლევის გზები იყო. პროფესორმა ისაუბრა ანტი-სტიგმა კმპანიების მსოფლიო და განსაკუთრებით, ბრიტანულ გამოცდილებაზე. დასასრულ, გიფ-თბილისის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საავტორო წიგნი „გარიყულები: ფსიქიკურად დაავადებულთა დისკრიმინაცია“. სერ გრეჰემ თორნიკროფტი სათემო ფსიქიატრიის პროფესორია ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტში.…

სემინარი ფსიქიკური ჯანდაცვის ეფექტური რეფორმის ხელშესაწყობად

7 და 8 ივნისს სასტუმრო „გალერი პალასში“ გაიმართა სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობას. შეხვედრის ფოკუსში მოქცეული იყო ფ/ჯ სერვისების სტანდარტების და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე განიხილეს ამბულატორიულ სერვისებში 2018 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და სფეროში მიმდინარე ცვლილებები, იმსჯელეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – სტაციონარული…

საგაზაფხულო სკოლა MH2R-პლატფორმის წევრთა გასაძლიერებლად

21-24 მაისს თბილისში ჩატარდა საგაზაფხულო სკოლა, რომელიც MH2R-პლატფორმის წევრების გაძლიერებაზე იყო მიმართული. სესიებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების თემებზე უძღვებოდნენ ქართველი და პოლონელი ტრენერები. მონაწილეობდა 20 ორგანიზაციის 24 წარმომადგენელი. წარმოდგენილ თემებს შორის იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ზოგადი მიმოხილვა, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და უახლესი გამოწვევები, სერვისის მომხმარებელთა მოძრაობის ისტორია და საუკეთესო პრაქტიკები, სერვისების ხარისხის…

მედიასემინარი: როგორ დავიცვათ თავი პროფესიული სტრესისგან

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაისი აღიარებულია „მწვანე ბაფთის თვედ“, რაც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მწვანე ბაფთის კამპანია ემსახურება ფსიქიკური პრობლემების მიმართ ტოლერანტობის ზრდას და სტიგმის შემცირებას.  ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია „მწვანე ბაფთა 2018“, რომლის მთავარი გზავნილია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სტრესის პრევენცია. 13 მაისს, ფონდის ოფისში მედიასემინარი გაიმართა შემდეგ…