რესურს-ცენტრი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიფ-თბილისს შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 2012 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა ფსიქიკური ჯანმრთელობი რესურს-ცენტრი. ცენტრი დაარსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისა და სტუდენტების სარგებლობისთვის. ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა უამრავი თემატური საკითხავი თუ ვიდეო მასალით.

ინგლისურენოვანი ლიტერატურის დიდი ნაწილი ბიბლიოთეკას გამოჩენილი ამერიკელი ფსიქიატრის – მელვინ საბშინის ქვრივმა გადმოსცა. რესურს-ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით. რესურს-ცენტრი ხშირად მასპინძლობს დარგის პროფესიონალთა საქმიან შეხვედრებს, ლექცია-სემინარებს და ასევე სასიამოვნო სამუშაო სივრცეა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო კურსის სტუდენტებისთვის.

ბიბლიოთეკი წიგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

 

მელვინ საბშინი