ჩვენი ხედვა

ფონდს “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” სწამს, რომ ყოველ ადამიანს ამ სამყაროში  თავისი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მისი პიროვნული მოწყვლადობის ან ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად.

მისია

„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ თავის მისიად მიიჩნევს ჰუმანური, ეთიკური და ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელშეწყობას და ცალკეულ პირთა და ორგანიზაციათა გლობალური ქსელის მხარდაჭერას მათ მიერ პროგრესული რეფორმების შემუშავების, ლობირებისა და განხორციელებისთვის.

ისტორია

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი) ეხმარება პროფესიულ საზოგადოებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და სხვა განვითარების ხელშემწყობ დაწესებულებებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებებზე დამყარებული ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

ორგანიზაციამ მოღვაწეობა დაიწყო 2003 წლის მაისში სახელწოდებით „ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მხარდამჭერმა ცენტრმა. 2005 წლის აპრილში ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ეწოდა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ–თბილისი). გიფ–თბილისი არის გლობალური ინიციატივის საერთაშორისო ფედერაციის წევრი – გიფ–ჰილვერსუმთან, გიფ–სოფიასა და გიფ– ვილნიუსთან ერთად.

რობერტ ვან ვორენი

დამფუძნებელი

პროფესორი რობერტ ვან ვორენი (ოჰანეს ბაქსი) არის ორგანიზაციის „ადამიანთა უფლებები ფსიქიატრიაში – ფედერაცია გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (FGIP) აღმასრულებელი დირექტორი, განათლებით – სოვეტოლოგი. იგი არის ადამიანის უფლებათა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე რამდენიმე ორგანიზაციის საბჭოს წევრი, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი განვითარების დარგში. არის ბრიტანეთის ფსიქიატრთა კოლეგიის საპატიო წევრი და უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის საპატიო წევრი.

1977 წლიდან აქტიურად ებმება საბჭოეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოძრაობაში. 1980 წელს ის ხდება ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საერთაშორისო ასოციაციის თანადამფუძნებელი, ხოლო 1986 წლიდან – მისი გენერალური მდივანი.

2005 წელს საქართველოში აფუძნებს ფონდს „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“.

ვან ვორენს მრავალი ნაშრომი აქვს შესრულებული საბჭოეთის საკითხების, კერძოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ და გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი. დაწერილი აქვს ადამიანის უფლებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თავები მრავალი სახელმძღვანელოსა და წიგნისთვის.

ამჟამად არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიტვა) და მიწვეული პროფესორი კიევის გრინჩენკოს და ტავრიდას უნივერსიტეტებში.