ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი) ეხმარება პროფესიულ საზოგადოებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და სხვა განვითარების ხელშემწყობ დაწესებულებებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებებზე დამყარებული ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

ორგანიზაციამ მოღვაწეობა დაიწყო 2003 წლის მაისში სახელწოდებით „ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მხარდამჭერმა ცენტრმა. 2005 წლის აპრილში ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ეწოდა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ–თბილისი). გიფ–თბილისი არის გლობალური ინიციატივის საერთაშორისო ფედერაციის წევრი – გიფ–ჰილვერსუმთან, გიფ–სოფიასა და გიფ– ვილნიუსთან ერთად.